პროექტის შესახებ

escape.ge ინტერნეტ გამოცემაა, რომელიც კლუბური და რესტორნული ცხოვრების გაშუქებას ემსახურება.

ეს არის საქართველოში შექმნილი პირველი სოციალური ქსელიც ვებ 2.0-ის სულისკვეთებით :) და თავშეყრის ადგილი ცხოვრების აქტიური სტილის მიმდევარი ადამიანებისთვის.

ორი სიტყვით იმის აღწერა, თუ რას ვაკეთებთ და რა შედის ჩვენს გეგმებში, ნამდვილად ძნელი იქნება. ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ქართული ივენთების ერთობლიობას ერთ რესურსზე, სადაც ყველას შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი, ნახოს ფოტო და ვიდეო მასალა ამა თუ იმ გამოფენის, ფართისა თუ სხვა აღსანიშნავი მოვლენის გარშემო.

ჩვენ ვადევნებთ თვალყურს იმას თუ რა ხდება, ვარჩევთ საუკეთესო საღამოებს და ვცდილობთ გადმოვცეთ ყველაზე პოზიტიური, ლამაზი და კარგი; ობიექტურად და გაზვიადების გარეშე. :)

ისქეიფის მთავარი ფუნქცია ივენთების გაშუქება არ არის. იგი ყველა ქლაბერის ცხოვრების ნაწილია, სადაც ამ ცხოვრების ინტერნეტში აღწერაა შესაძლებელი, ერთ ადგილზე. :)

გსურთ გაიგოთ მეტი? მაშინ, ეწვიეთ კითხვა-პასუხის გვერდს.

რას ნიშნავს „ბეტა“?
ბეტა ნიშნავს, რომ ეს საიტი ჯერკიდევ შექმნის პროცესშია. ანუ, შეიძლება სადმე შეგხვდეთ
გაპარული შეცდომები ან მოულოდნელად აღმოაჩინოთ ახალ-ახალი ფუნქციები :)
ასერომ, დარჩით ჩვენთან! ყველაზე საინტერესო ჯერკიდევ წინაა! :)