რეპორტაჟი → 16 აგვისტო → „მიუზიქ ჰოლი“
სალომე დე ბაიას კონცერტი Music Hall-ში
სალომე დე ბაია ქართველი მსმენელისთვის საკმაოდ ცნობილი მუსიკოსია. ის არაერთხელ იყო ჩამოსული ჯაზ ფესტივალის ეგიდით საქართველოში, ახლა კი აჭარა მიუზიქ ჰოლს ესტუმრა ახალი სიმღერებისა და ძველი ჰიტების გასახსენებლად.
ივენთის დაწყებისთანავე ნათელი გახდა რომ კიდევ ერთი ლამაზი საღამო ელოდა დამსწრე საზოგადოებას. DJ Rambo-ს სეტით გაიხსნა კონცერტი, რომელმაც ხალხი ააცეკვა რამოდენიმე ხანში სცენაზე თვით სალომე დე ბაია გამოჩნდა, რომელმაც რამოდენიმე დამსწრე გოგონა აიყვანა სცენაზე, ხალხი აიყოლია და დაიწყო საღამოს ყველაზე ენერგიული ნაწილი, დაცვას, რომელიც სცენას იცავდა დასჭირდა დახმარება, რადგან ისინი ვერ იკავებდნენ პუბლიკას, რომელსაც სცენაზე მოხვედრა უნდოდა.
მიუხედავად იმისა რომ დაცვა მომრავლებული იყო რამოდენიმე ადამიანი მაინც აღმოჩნდა სცენაზე და იქ გააგრძელა ცევკა, ივენთი მართლაც ზაფხულის ერთ ერთ საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს.
კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)







