რეპორტაჟი → 28 აგვისტო → „ევრო პარკი ბათუმი“
ბიანკას კონცერტი აკვაპარკში
ბიანკას კონცერტი დაგეგმილზე ცოტა მოგვიანებით დაიწყო. როგორც ჩანს მიზეზი პუბლიკის არც თუ ისე დიდი რაოდენობა იყო. კონცერტზე აკვაპარკი პუბლიკას უფასო სასმელითაც გაუმასპინძლდა. ფეირვერკების ფონზე ბიანკაც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, პუბლიკაც ემოციებით და შეძახილებით შეხვდა.
ყველას გასაკვირვად ბიანკას კონცერტი საკმაოდ ცოტახანს გაგრძელდა სულ რაღაც 30 წუთი, ამას პუბლიკის ოვაცია ნამდვილად არ მოჰყოლია. რუსმა შემსრულებელმა რამოდენიმე მისი ჰიტი შეასრულა, რის შემდეგაც დატოვა სცენა. გასაკვირი მხოლოდ ის არის - რატომ მისცეს რუსეთის RnB დივას (როგორც თავის თავს მოიხსენიებს ბიანკა) ასეთი "ლამაზი" საქციელის გაკეთების საშუალება ორგანიზატორებმა, რომლებსაც ალბათ, აუცილებლად უნდა ჰქონოდათ კონტრაქტში გათვლილი მომღერლის სცენაზე ყოფნის მინიმუმი და შეეძლოთ მისთვის არენაზე შეტრიალება მოეთხოვათ..
კითხვები უპასუხოდ ალბათ კიდევ რამოდენიმე ხანს დარჩება, მაგრამ მე პირადად ვისურვებდი რომ ასეთი ფაქტები ნაკლებად მოხდეს.
ჩვენი მოკლე ფოტორეპორტაჟის ნახვა კი ივენთის ალბომში შეგიძლიათ.
კომენტარის დამატება ↓კომენტარები:
ტყუილია რომ 30 წუთს გრძელდებოდა კონცერტი!! მე ვიყავი მაგ კონცერტზე ევროპარკში და 1 საათი და ოდნავ მეტი ხანი გრძელდებოდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ძაან მაგარი კონცერტი იყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! პირადად მე ძაან მაგარი დრო ვატარე!!!!!!!! ბიანკას ფანი)))))))))))))))))))))))))))))
კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)








ვა საღოლ Freedom :) ფოტოები მომეწონა, რამოდენიმე ფოტოები კი ძალიან მაგრად მომეწონა :)