რეპორტაჟი 5 თებერვალი „G.U.R.U. Club“

Djuma Soundsystem და Timo G.U.R.U. Club-ში

საღამო თორმეტზე დაიწყო და უკვე პირველისთვის DanceFloor-ზე ნემსიც აღარ ჩავარდებოდა.

უცებ ძალიან ბევრ ხალხში აღმოვჩნდი. აქ იყვნენ პატარები და დიდები, ახალგაზრდები და უფროსები, ცნობილები და ნაკლებად ცნობილები, ლამაზები და  - არც ისე, თუმცა იმ აზრამდეც მივედი, რომ კლუბურ განათებაზე მაინც ყველა სხეული განსაკუთრებულად სექსუალური ჩანს!

იცოდით, როგორ უნდა გაარჩიო გამოცდილი ქლაბერი გამოუცდელისგან? - გამოცდილს აუცილებლად აცვია რაიმე თეთრი და სინთეტიკის, განათება რომ უკეთ აირეკლოს.

ერთ საათში სტუმრებმა საკმარისი ალკოუშენი მიიღეს და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლეგენდარული Djuma Sound Systems. დარბაზი კივილით და შეძახილებით გაივსო. ამ წამიდან კი გურუ კლუბის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუცხოო საღამო დაიწყო.

მთელი დარბაზი ერთ ტემპში აზანზარდა. თავიდან ჩვეული ტრანსის რიტმები ჟღერდა, შეუჩვეველი ყურისთვის - თითქოს არაფერი განსაკუთრებული, შემდეგ კი ამ ყველაფერს ფოლკის მოტივებიც შეერია და ისედაც აჟიტირებული საზოგადოება, თავიდან ბოლომდე დაისაკუთრა.

ყველა ცეკვავდა! ვისაც DanceFloor-ზე ადგილი არ ეყო, კიბეებზე, მაგიდებთან, სავარძლებზე დაიწყო ცეკვა. უბრალოდ არ შეიძლებოდა ამ მუსიკას არ აყოლოდი. ეს იყო კლუბური საცეკვაო რიტმი ბოშურ ცეცხლოვანებასთან სინთეზში და ისიც გავიფიქრე, გორან ბრეგოვიჩს რომ კლუბური მუსიკა დაეწერა, ალბათ ახლა აქ დაუკრავდა-მეთქი.

უნდა ვაღიარო, რომ გუშინ პირველად მოვხვდი ასეთ ადგილას. მაგრამ თუ ჩემს გამოუცდელ ყურს, მახვილ თვალსა და არაჩვეულებრივ ინტუიციას ვენდობით, გაგიმხელთ,  რომ ჩემთვის კლუბური ცხოვრების სიყვარული გუშინ გურუ კლუბში, დაახლოებით 02:13 წუთზე დაიწყო, მაშინ, როდესაც გარშემო იყო მხოლოდ მუსიკა, რიტმი, სიმხურვალე, აბსტრაქტულად აციმციმებული უცნობი სხეულები და დაუძლეველი სურვილი - ცეკვის!

ივენთს აშუქებდა:
Sweet
ივენთის რეიტინგი: 9,8/10
„G.U.R.U. Club“

რუსთაველის გამზ. 12
ტელ: (+995 32) 98 38 03

დაწვრილებით →

 

ივენთზე დაფიქსირდნენ:

 

კომენტარის დამატება ↓კომენტარები:

+2
gabo 6 თებ. 2010, 22:27

კარგი დრო გიტარებია .

 
+1
Sweet 7 თებ. 2010, 00:26

ძალიან მაგარი! ♥

 
 0
gabo 7 თებ. 2010, 04:14

დღესაც კარგი ივენთი იყო

 
 0
DJ-ZAPA 16 თებ. 2010, 22:56

"იცოდით, როგორ უნდა გაარჩიო გამოცდილი ქლაბერი გამოუცდელისგან? - გამოცდილს აუცილებლად აცვია რაიმე თეთრი და სინთეტიკის, განათება რომ უკეთ აირეკლოს". ----

ამ ფრაზის გამო გადავწყვიტე დამეწერა კომენტარი,პირველად გავიგე რომ თურმე ასე შეიძლება გაარჩიო გამოცდილი კლაბერი გამოუცდელისაგან,ვინ მიაგნო ამ ჭეშმარიტებას ძალიან მაინტერესებს. ეს პირველი კითხვა.

ახლა მეორე-"თავიდან ჩვეული ტრანსის რიტმები ჟღერდა" Dჯუმა არის ცნობილი თავისი ჰაუს,ტექჰაუს და ტეხნო რითმებით და რა შუაშია აქ ტრანსი ვერ გავიგე.ერკვევა კი ამ პოსტის ავტორი ელექტრონული მუსიკის მიმართულებებში თუ მარტო ჰაუსები და ტრანსები იცის მარტო.

"ვისაც DanceFloor-ზე ადგილი არ ეყო, კიბეებზე, მაგიდებთან, სავარძლებზე დაიწყო ცეკვა" ჩემო კარგო,ადამიანს რომელსაც უყვარს ეს მუსიკა მას მაინცდამაინც დანსფლორი არ ჭირდება და ყველგან შეუძლია იცეკვოს და მიიღოს სიამოვნება.

რაც შეეხება გორან ბრეგოვიჩის მუსიკა თუ მოგწონს და გინდა ეგეტი სტილი ჰაუს მუსიკაში,ამ შემთხვევაში დჯ შანტელ მოძებნე ან კიდევ ბუკოვინა ანსამბლი და მათ აქვთ ბალკანური მუსიკა ჰაუს რითმებით.

მე ძალიან მიყვარს ეს მუსიკის მიმდინარეობა და როდესაც რაიმე არაკორექტულს ვკითხულობ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ვღიზიანდები.

Love,Peace&Respect

 
 0
GLP 4 მარ. 2010, 17:40

მშვენივრად იკაკუნა

 
 0
sandrots 19 მარ. 2010, 22:56

kvelaze magari dge ikooo :))))))))) mikvars GURU ra

 

კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)

რას ნიშნავს „ბეტა“?
ბეტა ნიშნავს, რომ ეს საიტი ჯერკიდევ შექმნის პროცესშია. ანუ, შეიძლება სადმე შეგხვდეთ
გაპარული შეცდომები ან მოულოდნელად აღმოაჩინოთ ახალ-ახალი ფუნქციები :)
ასერომ, დარჩით ჩვენთან! ყველაზე საინტერესო ჯერკიდევ წინაა! :)