რეპორტაჟი → 5 თებერვალი → „Bamba Rooms“
DJ Bero Bamba Rooms-ში
Bamba Rooms - ადგილი სადაც ყოველთვის მხიარულებაა. იმის მიუხედავად რომ ამ უიქენდზე უცხოელი მუსიკოსები სტუმრობდნენ თბილისს 2 საათის შემდეგ ბამბაში უბრალოდ ცარიელ ადგილს ვერ იპოვიდით.
დიჯეი ბეროს გამოსვლა გაჰიტებული მელოდიური მუსიკით, MC Sam-ის ჩართვები და ალკოჰოლის ზღვა - მართლასც რომ დაუვიწყარი ღამე ჰქონდათ ბამბას სტუმრებს გუშინ.
რამაც ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია - დიჯეის პულთან გამოჩნდა რეპერი ძვალი რომელმაც რამოდენიმე წლის წინ კლიპების კორიანტელი მოაფინა ქართულ შოუ ბიზნესს. ახალ ამპლუაში ძვალი ძალიან თავდაჯერებულად გრძნობდა თავს - ხოლო კარგად დავიწყებული Who let the dogs out და ახალმა ჰიტმა New York სტუმრები ისე ააცეკვა რომ ბამბას დაცვის ბიჭებს რამოდენიმე ადამიანის მაგიდიდან ჩამოყვანა მოუწიათ.
ძვალის გამოსვლის დროს გაჟღერდა 13 თებერვლის - ვალენტინობის დღის ანონსი, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთივე წარმატებული გამოდგება როგორც 5 თებერვლის თოვლიანი საღამო.
კომენტარის დამატება ↓კომენტარები:
კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)








ვალენტინობის სურათებს არ დებთთთთ??? :((((