რეპორტაჟი → 6 თებერვალი → „G.U.R.U. Club“
The Forest G.U.R.U. Club-ში
12 საათი, კლუბი გურუ ქართველ ქლაბერთა შეკრების მთავარი ადგილი იყო თბილისში.
კლუბში შესვლისთანავე ენერგიულმა მუსიკამ და სასიამოვნო გარემომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. დარბაზი საკმაოდ გახურებული იყო, ყველა ცეკვავდა. კლუბის განათების ფონზე მოცეკვავეთა სილუეტები სურიალისტურ ნახატებს ჰგავდა. DanceFloor-ი სრულად იყო სავსე.
ცეკვავდნენ ყველგან: კიბეებთან, ბართან. ყველა შესანიშნავ დროს ატარებდა და მხიარულობდა. სიტუაცია საკმაოდ ჩაკეტილი იყო, კლუბში არც ერთი შემთხვევითი ადამიანი არ ჩანდა, ყველამ იცოდა რისთვის იყო მოსული და რატომ.
The Forest–ი მინიმალის, ტექნოსა და ელექტრონული მუსიკის ნაზავს მიქსავდა. დარბაზის აყოლიება ადვილად შეძლო და თითოეულ ახალ ტრეკს ყველა ოვაციებით ხვდებოდა. ბარმენები ცეცხლოვან კოქტეილებს სთავაზობდნენ საზოგადოებას. თანდათან ყველას სისხლში ალკოჰოლი მატულობდა და საღამო მით უფრო ცეცხლოვანი და თავბრუდამხვევი ხდებოდა... მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა...
საკმაოდ დასამახსოვრებელი საღამო გამოვიდა. გურუში ყოველთვის იციან, როგორ უნდა გაგატარებინონ დრო საუკეთესოდ.
კომენტარის დამატება ↓კომენტარები:
კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)








უმაგრესი იყო გუშიიინ,უმაგრესად გავატარე დრო:):):):