რეპორტაჟი 6 თებერვალი „Bamba Rooms“

Dj Mouse Bamba Rooms-ში

„ძვალი“ - Bamba Rooms-ის ახალი რეზიდენტი

სიმართლე გითხრათ, 5 თებერვლის საღამოს შემდეგ ნაკლებად წარმომედგინა რაიმე უკეთესი თუ მოხდებოდა მეორე დღეს თბილისის ერთ ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში.

DJ Mouse, რომელიც წინა ღამით მეზობელ კლუბში უკრავდა ახლა ბამბაში მოგვევლინა და მისი მელოდიური თეიფი ხალხმა თავიდანვე აიტაცა. შარდენის ქუჩაზე კი დამარცხებული გერმანელი რაგბისტების სიუხვე 11 საათიდანვე შეიმჩნეოდა. ისინი ძირითადად შარდენის 2 კლუბში გადანაწილდნენ მაგრამ პირველი საათის შემეგ თითქმის მთელმა ნაკრებმა თავი ბამბაში მოიყარა.

კლუბის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სახე - Taho კი თავიდანვე ძალიან კარგ ხასიათზე იყო და მთელი კლუბი ცეკვით მოიარა, სხვებიც დამუხტა და ამ დროს გამოჩნდა ბამბას ახალი რეზიდენტი - „ძვალი“, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო, კარგად დავიწყებულ ძველ ხილს - R&B-ს ახლებურად აწოდებს საზოგადოებას. Lady Gaga, Kanye West, Beyonce, Jay-Z და Madonna ერთმანეთს ისე ცვლიდნენ რომ ხალხი მოდუნებას ვერ ასწრებდა.

ამ დროს კი მოცეკვავეებთან ერთად ბარის დახლზე გამოჩნდა Taho რომელმაც რამოდენიმე წუთიანი ოვაციები დაიმსახურა, მას მალე MC Sam შეუერთდა და გერმანელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა კლუბში ყოფნისთვის სიტყვებით - It’s rugby man, they’re real warriors.

მოკლედ, ბამბა კიდევ გვახარებს მხიარული ატმოსფეროთი, რიტმული მუსიკით და საოცარი ხალხით.

ივენთს აშუქებდა:
Moleskine
ივენთის რეიტინგი: 9,7/10
„Bamba Rooms“

ბამბის რიგი 12
43 99 77
899 33 92 29; 899 72 48 84
info@bambarooms.com

დაწვრილებით →

 

ივენთზე დაფიქსირდნენ:

 

კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)

რას ნიშნავს „ბეტა“?
ბეტა ნიშნავს, რომ ეს საიტი ჯერკიდევ შექმნის პროცესშია. ანუ, შეიძლება სადმე შეგხვდეთ
გაპარული შეცდომები ან მოულოდნელად აღმოაჩინოთ ახალ-ახალი ფუნქციები :)
ასერომ, დარჩით ჩვენთან! ყველაზე საინტერესო ჯერკიდევ წინაა! :)