რეპორტაჟი 12 თებერვალი „G.U.R.U. Club“

DO YOU REMEMBER THE HOUSE BY ALEX G

კლუბური მუსიკის მორიგი საღამო შედგა “გურუ” კლუბში.  სასიამოვნო ენერგიული მუსიკა, ძლიერი რიტმი, თაბრუდამხვევი განათება, ყველას ცეკვის სურვილს უძლიერებდა. საღამო თანდათან ხურდებოდა, ყველას კარგი განწყობა ჰქონდა და მხიარულობდა.

დიჯეის პულტთან Alex G  მიქსავდა, რომელიც ჰაუსის  საკმაოდ კარგ თრექებს სთავაზობდა აუდიტორიას. იგი ორიგინალური გადასვლებით აფხიზლებდა მოცეკვავეებს და ასე ცდილობდა დარბაზის აყოლიებას. განსაკუთრებული მოწონება მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი სიმღერის რემიქსმა დაიმსახურა.

მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საღამომ ჰაუსის მოყვარულთა იმედები გაამართლა და კიდევ ერთი კარგი საღამო შედგა გურუ კლუბში.

ვალენტნობის ღამეს კი შეყვარებულ წყვილებს და არა მარტო მათ, გურუში ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო ელით ბრაზილიელ DJ Meme–თან და Tim–თან ერთად.

ივენთს აშუქებდა:
gabo
ივენთის რეიტინგი: 8,3/10
„G.U.R.U. Club“

რუსთაველის გამზ. 12
ტელ: (+995 32) 98 38 03

დაწვრილებით →

 

ივენთზე დაფიქსირდნენ:

 

კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)

რას ნიშნავს „ბეტა“?
ბეტა ნიშნავს, რომ ეს საიტი ჯერკიდევ შექმნის პროცესშია. ანუ, შეიძლება სადმე შეგხვდეთ
გაპარული შეცდომები ან მოულოდნელად აღმოაჩინოთ ახალ-ახალი ფუნქციები :)
ასერომ, დარჩით ჩვენთან! ყველაზე საინტერესო ჯერკიდევ წინაა! :)