რეპორტაჟი 20 თებერვალი „კუბიკი“

Nika Machaidze & Tusja TBA Beridze Cubic-ში

იცით რითი განსხვავდება კუბიკი სხვა კლუბებისგან???? აქ ყველაზე მეტი ახალგაზრდა იყრის თავს, ვიდრე სხვა  კლუბებში. ყოველთვის  კარგი  სიტუაციაა და  ყველა მაგარ დროს ატარებს.

დღეს კი კუბიკში ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე მიქსავდნენ. საღამო თორმეტი საათისთვის  დაიწყო . ხშირად არ ვართ მათი მოსმენით განებივრებულნი,  ამიტომ დარბაზი სრულად იყო სავსე, ყველა რაღაც ახალს და განსხვავებულს ელოდა მათგან.
 
საღამო ნიკა მაჩაიძემ გახსნა და საათ ნახევრის განმავლობაში სუპერ ენერგიული სეტი შემოგვთავაზა. მის სეტს Laboratory Instinct ერქვა და სრულიად ახალ თრექებს მიქსავდა . დარბაზმა მალევე აიტაცა მისი  მუსიკა და ენერგიული ელექტრონული რითმების ფონზე ყველა ცეკვავდა. მოგვიანებით ტუსია ბერიძე ავიდა დიჯეის პულტთან და თავისი სეტი - Max.Ernst შემოგვთავაზა. დარბაზმა მისი მუსიკა ძალიან კარგად მიიღო, ყველა უზომო ენერგიით იყო სავსე და მხიარულობდა. ივენთი  გვიან ღამემდე გაგრძელდა. ცოტათი გაგვიჭირდა კიდეც ტუსიასთან გამომშვიდობება. ყველას ძალიან მოგვეწონა მისი სეტი....

საღამო შედგა, იმედია რომ ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ ტუსიას და ნიკას ქართულ კლუბებში.

ივენთს აშუქებდა:
gabo
ივენთის რეიტინგი: 9,1/10
„კუბიკი“

კოსტავას ქ. 45
info. tickets and table reservation
99-93-10
891 688 800
www.cubic.ge

დაწვრილებით →

 

ივენთზე დაფიქსირდნენ:

 

კომენტარის დამატება ↓კომენტარები:

+2
ika 22 თებ. 2010, 02:07

მე რატომ არ მაფიქსირებს ვიტომ?

 
 0
gabo 22 თებ. 2010, 15:17

:) შემდეგ ივენთზე დაგაფიქსირებთ აუცილებლად

 
 0
ika 22 თებ. 2010, 19:38

20-ის ივენთზეც ვიყავი და მაგრამ შენც არ მომიკვდეეეე, ვითომაც არ ვყუფილვარ სურათებში...

მოკლედ 27-ში მანდ ვარ და აბა პირობა პირობაა :))))))))))

 
 0
lilac 23 თებ. 2010, 02:26

კუბიკში ვალენტინობის ღამეზე რატომ არსად წერია? არც ოფიციალურ საიტზეა ინფი ან სურათები :(

 
 0
ika 23 თებ. 2010, 22:09

რაგაც არა რააა. არც მამატებს, არც არაფერიიი ... მეწყინა

 

კომენტარის დასაწერად საჭიროა შემოსვლა ან დარეგისტრირება :)

რას ნიშნავს „ბეტა“?
ბეტა ნიშნავს, რომ ეს საიტი ჯერკიდევ შექმნის პროცესშია. ანუ, შეიძლება სადმე შეგხვდეთ
გაპარული შეცდომები ან მოულოდნელად აღმოაჩინოთ ახალ-ახალი ფუნქციები :)
ასერომ, დარჩით ჩვენთან! ყველაზე საინტერესო ჯერკიდევ წინაა! :)