კითხვა-პასუხი
- აქ რა ხდება?
- თუ ხართ ქლაბერი ან, უბრალოდ, კულტურული ღონისძიებების ხშირი სტუმარი, მაშინ ეს თქვენი ადგილია! ჩვენ ყველაზე საინტერესო ივენთებს ვაშუქებთ და შემდეგ, საიტის მომხმარებელთა „სამსჯავროზე“ გამოგვაქვს. ჩაერთეთ დისკუსიებში, გაიცანით ახალი ხალხი და იპოვეთ საკუთარი თავი ჩვენი ჟურნალისტების გადაღებულ ფოტოებზე.
- როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?
- თუ ჯერკიდევ არ შეგიმჩნევიათ, მენიუს თავზე არის დიიდი ღილაკი „დარეგისტრირდი!“. სცადეთ მასზე დაწკაპუნება :)
- რეგისტრაცია გავიარე, მაგრამ ელფოსტაზე არაფერი მომსვლია... რა ვქნა?
- შეამოწმეთ Spam ან სხვა მსგავსი საქაღალდეები. შესაძლოა, ჩვენი წერილი შეცდომით მანდ მოხვდა. თუ მაინც ვერ იპოვეთ, სცადეთ ამ წერილის თავიდან გადაგზავნა.
- რატომ ვერ ვწერ კომენტარს საიტზე?
- ნამდვილად ხართ საიტზე დარეგისტრირებული და შესული?
- რას ნიშნავს „დაფიქსირდა“ ამა თუ იმ ივენთზე?
- ივენთზე დაფიქსირებული მომხმარებელი არის ის, ვინც საკუთარი თავი ჩვენი ჟურნალისტის გადაღებულ ფოტოზე იპოვა და მონიშნა.
- ფოტოში მოვხვდი! როგორ მოვნიშნო ჩემი თავი?
- თუ თქვენ შესული ხართ საიტზე, ყოველი ფოტოს თავზე იპოვით ღილაკს „მე ვარ ამ ფოტოზე“. დააწკაპუნეთ მასზე, მიიტანეთ მაუსი ფოტოზე თქვენს თავთან და დასვით კვადრატი. მონიშვნის შემდეგ კი, აუცილებლად დააწკაპუნეთ „დასრულებაზე“. სულ ეს არის :)
- ფოტოში მოვხვდი! და არ მინდა! უფლება მაქვს, არ მინდოდეს!
- ნამდვილად! დაგვიკავშირდით, დაგვიდასტურეთ, რომ მართლაც თქვენ ხართ ფოტოზე და, სურვილისამებრ, ფოტო წაიშლება :)
- საიტზე ნაცნობი ვიპოვე, დავაჭირე „მეგობრებში დამატებას“, მაგრამ ჩემი მეგობრების სიაში მაინც არ ჩანს... რატომ?
- იგი თქვენი მეგობრების სიაში მას მერე გამოჩნდება, რაც დაეთანხმება მეგობრობის თხოვნას.
- რა არის ჯგუფები?
- ჯგუფები მომხმარებლების მიერვე შექმნილი გაერთიანებებია, რომელიმე ერთი თემის გარშემო, სადაც თემების გახსნა და თავისუფალი საუბარია შესაძლებელი. ჯგუფის გახსნა ყველას შეუძლია. თუ გიტაცებთ XIV საუკუნის ჩინური პოეზია ან „ვარსკვლავური ომები“ გაქვთ ნანახი 693-ჯერ, გახსენით შესაბამისი ჯგუფი და დაელოდეთ თქვენნაირებს :)
- რატომ ვერ ვწერ ჯგუფებში?
- ყოველ ჯგუფში პოსტების დასაწერად და თემების გასახსნელად, მასში გაწევრიანებაა საჭირო. დააწკაპუნეთ გაწევრიანების დიდ ღილაკზე :)
- ძალიან მომეწონა ეს საიტი! მინდა, რომ თქვენთან რეკლამა/ანონსი განვათავსო. ასევე, მინდა რომ ჩემი ივენთი თქვენმა ჟურნალისტმა გააშუქოს! როგორ მოვახერხო ეს?
- დააწკაპუნეთ ამ ბმულზე და გავისაუბროთ. დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად მოვილაპარაკებთ! :)
- ჩემ კითხვაზე აქ ვერ ვიპოვე პასუხი. რა ვქნა?
- მოგვწერეთ ან ითხოვეთ დახმარება ჩვენს სპეციალურ ჯგუფში. შევეცდებით, მალე გიპასუხოთ :)







