საიტით სარგებლობის პირობები

თანხმობა

საიტზე escape.ge (საიტი) რეგისტრაციით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე შეთანხმებას მას და საიტს შორის. შეთანხმების ტექსტი მუდმივადაა ხელმისაწვდომი ამ მისამართზე. ტექსტი და პირობები შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში. ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ეცნობებათ ელფოსტის საშუალებით. ცვლილების შემდეგ, საიტით სარგებლობის გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს თანხმობას შეტანილ ცვლილებებზე.
შეთანხმების უკანასკნელი მოდიფიცირების თარიღია 21 აგვისტო, 2009 წელი.

მომხმარებლები

საიტზე რეგისტრაცია უფასო და თავისუფალია ნებისმიერი ადამიანისთვის. არასრულწლოვანი მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ მას აქვს აღებული ნებართვა ამ ქმედებაზე მშობლის ან კანონიერი მეურვისგან. საიტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა მომხმარებლის კომფორტს და დაცულობას, მაგრამ იგი არ აგებს პასუხს იმ შესაძლო შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოყვეს მომხმარებლის მიერ საიტით ან მისი საკომუნიკაციო სერვისებით სარგებლობას, ინფორმაციას, გავრცელებულს სხვა მომხმარებლების მიერ.

სამომხმარებლო სერვისები

საიტი მომხმარებლებს სთავაზობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისების ფართო არჩევანს. მათ შორისაა ჯგუფების, დისკუსიების, კომენტარების, პირადი წერილებისა და კონტენტის გამომქვეყნებელი სხვა სერვისები. საიტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს ან შეწყვიტოს რომელიმე სერვისი ან მთლიანი საიტი, მისი ფუნქციონალი ან მასზე წვდომის პირობები.

მომხმარებლის ანგარიშის შეზღუდვა/გაუქმება

საიტის გადაწყვეტილებით შესაძლოა წინასწარი გაფრთხილების და მიზეზის დაკონკრეტების გარეშე დროებით ან სამუდამოდ შეიზღუდოს მომხმარებლის ანგარიში. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნას იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ბოროტად/არაპირდაპირი მიზნით გამოიყენებს საიტის რესურსს, მისი ქმედებები დისკომფორტს შეუქმნის დანარჩენ მომხმარებლებს, გამოაქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფორმის მოწოდებების/შინაარსის შემცველ მასალას ან რაიმე ფორმით, ნებით თუ უნებლიედ, ხელს შეუშლის საიტის გამართულ მუშაობას.

პირადი ინფორმაციის დაცვა

მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას ან პროფილის შევსებისას შეყვანილი ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი, გარდა მისი ელფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის და პაროლისა. ასევე, შიდა უსაფრთხოების სისტემათა მიერ ხდება მომხმარებლის IP-მისამართის დამახსოვრება. საიტი არ გასცემს მომხმარებლის ამ ინფორმაციას მესამე პირებზე. თავის მხრივ, მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს საკუთარი პაროლი. პაროლის მოპარვის შესაძლო შედეგებზე საიტი პასუხს არ აგებს.

პასუხისმგებლობის უარყოფა

საიტი არ აგებს პასუხს მისი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე და მოსაზრებებზე, იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოყვეს მომხმარებლების მიერ ამ ინფორმაციის ინტერპრეტირებას და გამოყენებას კონკრეტული ქმედებებისთვის.
საიტზე განთავსებული ანონსები/რეკლამები მოწოდებულია კონკრეტული ივენთის ორგანიზატორების/რეკლამის დამკვეთი კომპანიების მიერ. საიტი არ აგებს პასუხს ანონსში/სარეკლამო ტექსტში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე, ივენთის დროულად ან გამოცხადებული პირობების შესაბამისად ჩატარებაზე, სარეკლამო ობიექტი პროდუქტის ან სერვისის ვალიდურობაზე.

რას ნიშნავს „ბეტა“?
ბეტა ნიშნავს, რომ ეს საიტი ჯერკიდევ შექმნის პროცესშია. ანუ, შეიძლება სადმე შეგხვდეთ
გაპარული შეცდომები ან მოულოდნელად აღმოაჩინოთ ახალ-ახალი ფუნქციები :)
ასერომ, დარჩით ჩვენთან! ყველაზე საინტერესო ჯერკიდევ წინაა! :)